მაინდჰაკერი

აღწერა

რატომ მაინდჰაკერი?

აღმოაჩინე ახალი სუპერძალა – კრიტიკული აზროვნება!

დღევანდელი სამყარო მოითხოვს მოაზროვნეებს და არა დამზუთხველებს. მაინდჰაკერი გასწავლით:

ლოგიკურ მსჯელობას და ანალიზს

ცრუ ინფორმაციის ამოცნობას

დამოუკიდებელ და შემოქმედებით აზროვნებას

ვისთვის არის ეს პროგრამა?

14-17 წლის მოზარდებისთვის, ვისაც სურს უკეთ გააანალიზოს, იმსჯელოს და გაიმარჯვოს ლოგიკის დახმარებით.

გრაფიკი:

კვირაშ 2 შეხვედრა

თითოეული შეხვედრა 1.5 საათი

საგაკვეთილო პროცესის შემდეგ.

 

მაინდჰაკერი – კრიტიკული აზროვნების პროგრამა

რას ისწავლიან მოზარდები:

  • კრიტიკული აზროვნების საფუძვლები
  • ლოგიკური შეცდომები და როგორ ამოვიცნოთ ისინი
  • სწორი კითხვების დასმის ტექნიკა
  • დედუქცია vs ინდუქცია
  • როგორ გავიმარჯვოთ  კამათში კონფლიქტის გარეშე
  • მანიპულაციების აღმოჩენა
  • დარწმუნების ხელოვნება
  • დებატი
  • პრობლემების გადაჭრა ლოგიკის დახმარებით
  • ინფორმაციის კლასიფიცირება

გამოყენებული ტექნიკები:

  • ლოგიკური თავსატეხები
  • კროსვორდის ტიპის სავარჯიშოები
  • ლოგიკური თამაშები
  • მცირე ზომის ნაწარმოებების გარჩევა (მხატვრული ნამუშევრები, ლიტერატურა, ისტორია, ფილმები)

ყველა შეხვედრა იქნება ინტერაქტიული. წახალისდება მსჯელობა, შეკითხვების დასმა, მინი დებატები, არგუმწენტების მოყვანა და მათი გარჩევა

 

რატომ ირჩევენ მაინდჰაკერს?

შედეგები როგორც სკოლაში, ასევე სკოლის მიღმაც:

უმჯობესდება აკადემიური მოსწრება: ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა, წერის კულტურა.

იზრდება თავდაჯერება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

იმატებს ყურადღება, კონცენტრაცია. ვითარდება წარმოსახვა და მახსოვრობა.

ყალიბდება კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, შედარების და დასკვნების გაკეთების უნარები,

ადგილები ჯგუფში შეზღუდულია. მცირე ჯგუფები – მეტი ფოკუსი შედეგზე.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონის ნომერი: 5744 11 22 20,  ელფოსტა: info@orvix.ge

ორვიქსის საიტი: www.orvix.ge

 

 

გზამკვლევი

გზამკვლევი – მაინდჰაკერი.pdf

 

 

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 1 minute
  • Skill level All levels
  • Students 8
  • Assessments Yes
250.00₾