Preaload Image
მთავარიჩვენი ამბავი

ჩვენი ამბავი

,„ორვიქსი“ არის მულტიდისციპლინარული სასწავლო დაწესებულება. ის აერთიანებს მომავლის ლიდერებს, ინოვატორებსა და დარგის ექსპერტებს.

„ორვიქსის“ მისიაა ყველა ორვიქსელს საკუთარ დარგში ჰქონდეს პასუხი ორ უმთავრეს კითხვაზე: „როგორ?“ და „რატომ?“

როგორც ამბობენ ვინც იცის პასუხი კითხვაზე „როგორ?“ – მას ყოველთვის ექნება სამსახური. ხოლო ვინც იცის პასუხი კითხვაზე „რატომ?“ – იგი ყოველთვის იქნება დამსაქმებელი. ჩვენ კი გვინდა ორვიქსელებს ჰქონდეთ როგორც თეორიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში, ასევე პრაქტიკული იარაღები, რაც დაეხმარებათ აქ და ახლა პრობლემების გადაჭრაში.

ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ ინდივიდები პრაქტიკული, ქმედითი უნარებით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე საქმიანობაში. ჩვენი ექსპერტები  ზრდიან არა მხოლოდ კვალიფიციურ, თანამედროვე პროფესიონალებს, არამედ ორვიქსელები ხდებიან ლიდერები, რომლებიც თავად ქმნიან ხვალინდელი დღის შესაძლებლობებს. 

ჩვენი დაპირებაა, რომ ორვიქსელი მიღებული ცოდნის დანერგვას პრაქტიკაში შეძლებს ხვალვე. ჩვენ უარს ვამბობთ ზედმეტი და გამოუსადეგარი თეორიის სწავლებაზე. ჩვენი ექსპერტები ორვიქსელებს მისცემენ რეალობის ადექვატურ, მათზე მორგებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

რატომ ორვიქსი ?

ჩვენთან მონაწილეები მოდიან კონკრეტული შედეგის მისაღებად და ჩვენი ექსპერტები უწევენ მათ მენტორობას ამ გზაზე, რომლის ბოლოშიც აუცილებლად იქნება კონკრეტული გადაწყვეტა.

ჩვენი შეხვედრები არ არის კლასიკური გაგებით ტრენინგი ან ლექცია, ეს არის მენტორული პროგრამა, სადაც ექსპერტებთან ერთად ორვიქსელები გადიან გზას- კონკრეტული პრობლემის აღმოჩენიდან მის გადაწყვეტამდე, რომლის რეალურ სამყაროში დანერვაც მეორე დღიდანაა შესაძლებელი. 

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო აქტიური ხდება მულტიდისციპლანური ცოდნა. ჩვენი პროგრამების უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ორვიქსელები მიიღებენ განსხვავებული პროფესიების მიქსს, რაც მათ დაემხარებათ იყვნენ კონკურეტუნარიანები და მოთხოვნადი ბაზარზე. 

შეირჩევა მხოლოდ მსგავსი საწყისი დონის მქონე სტუდენტები. ზედმეტად ან ნაკლებად კვალიფიციურ პრეტენდენტებს, ისევე როგორც ფსიქოლოგიურად ჯგუფთან შეუთავსებელ მსურველებს არ ექნებათ სასწავლო პროგრამაზე მოხვედრის საშუალება. ამის შედეგად ჩამოყალიბდება ისეთი ჯგუფები, რომლებიც ერთის მხრივ თანაბრად მიიღებენ ცოდნას მენტორებისგან და მეორეს მხრივ დაეხმარებიან ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში.

ჩვენ ინდივიდუალური გასაუბრებით ვადგენთ ჯგუფის წევრების საჭიროებებს და მათზე ვარგებთ სასწავლო პროგრამას, რათა შევქმნათ დაახლოებით მსგავსი ბექგრაუნდის ადამიანებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო. 

ორვიქსი - ინგ, (Orvix) მითიური არსება.

ორვიქსი არის ლეგენდარული, მითიური არსება, რომელის შესახებაც ცნობებს სხვადასხვა კულტურაში ვხდებით. ზოგი ორვიქსს ადარებს ბუს, რომელიც სიბრძნის, გონიერების, შორსმჭვერეტელობის, სწავლულობის სიმბოლოა, ზოგი კი მასში ორ გადახლართულ გველს ხედავს, რომელიც თავიდან დაბადებას, ტრანსფორმაციას გამოხატავს. გველი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე იცვლის კანს, რაც მუდმივ განახლებაზე მიანიშნებს.

ორვიქსი ინტელექტუალური, დინამიური არსებაა- მუდვიმი განვითარების, სისუსტეზე გამარჯვების სიმბოლო. ეს დინამიური არსება სავსეა სიცოცხლით, ოპტიმიზმითა და მრავალფეროვანი გამოცდილებით.

უძველესი ლეგენდების თანახმად, ორვიქსი არის გამძლეობის, ზრდისა და ადაპტაციის უნარის სიმბოლო. მას აქვს გარდაქმნის, ცვლილების უნიკალური უნარი, რაც გამოარჩევს სხვებისგან. ნათქვამია, რომ ორვიქსს აქვს ძალა, სისუსტეები ძლიერ მხარედ აქციოს, სხვებისგან სიბრძნე და ცოდნა მიიღოს. მისი მუდმივადი სწრაფვა გააუმჯობესებისკენ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად საუკუნეების განმავლობაში იწვევს აღფრთოვანებას. 

საუკუნეების მანძილზე ადამიანები შთაგონებულნი რჩებიან ორვიქსის თვისებებით, ცდილობდნენ მიბაძონ მის თვისებებს. ითვლება, რომ ყველას, ვინც ითვისებს სწავლის, ზრდისა, გამოცდილების დაგროვების და ტრანსფორმაციის ღირებულებებს, შეიძლება გახდეს „ორვიქსი“.