Preaload Image

მიყიდვის ხელოვნება- Pitching

აღწერა

სამიზნე აუდიტორია

მულტიდისციპლინური კურსი შექმნილია

  • ანტერპრენერებისთვის
  • სტარტაპერებისთვის
  • მათთვის, ვისაც კარიერულად ან პირად ცხოვრებაში ხშირად უწევს სხვების დარწმუნება, მათი ნდობის მოპოვება და საკუთარი პოზიციის მყარად დაფიქსირება.
  • მათთვის, ვისაც სურს, მოლაპარაკებისას დადებითი შედეგის წილი ნახტომისებურად გაზარდოს.

 

პროგრამის ძირითადი მიზანი

ინტენსიური მენტორშიფ პროგრამა მიზნად ისახავს მსურველებს შესძინოს სრულიად ახალი სუპერძალა – იდეის/პროდუქტის მიყიდვის უნარი. ორვიქსელები დაეუფლებიან მიყიდვის 5 სხვადასხვა ხელოვნებას, ესენია: პერსონალური გაყიდვა, PITCHING, მოლაპარაკების ტექნიკა, PITCHING სამსახურებრივი გასაუბრებისას

პროგრამის აღწერა

  • სრული კურსი ფარავს 5 თემას:
    • პერსონალური გაყიდვის ხელოვნება
    • PITCHING
    • მოლაპარაკების ტექნიკა
    • PITCHING სამსახურებრივი გასაუბრებისას
  • ხანგრძლივობა 18 საათი; 6 ჯგუფური შეხვედრა + 1 მასტერკლასი მოწვეული სტუმრისგან. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.
  • იქნება მხოლოდ პირისპირ შეხვედრები, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესია ინტერაქცია და თითოეული ორვიქსელის ჩართულობა.
  • პროგრამას წაიყვანს მენტორი, PITCHING-ის გამოცდილებით (500,000 + ლარი მოზიდული ინვესტიცია), გაყიდვების გამოცდილებით (9+ წელი დისტრიბუციის ხელმძღვანელობა).
  • პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინიდან მოპოვებულ ცოდნას გაყიდვის შესახებ: ფსიქოლოგია, ბიზნესი, სხეულის ენა. ეს კი ორვიქსელებს დაეხმარება, მიიღონ როგორც თეორიული ბაზისი, ასევე ისწავლონ პრაქტიკაში გამოყენებადი ტექნიკები თუ ხრიკები.

 

სწავლის მეთოდები

  • თეორიული ცოდნის გაზიარება
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა
  • მსჯელობა
  • ჯგუფური მუშაობა
  • დამოუკიდებელი სამუშაო
  • პრეზენტაციები

 

სარგებელი თითოეული მიმართულებიდან

  • პერსონალური გაყიდვები: ორვიქსელები ისწავლიან რეალურად რა არის გაყიდვა, როგორ ხდება გაყიდვისთვის მომზადება, ნდობის მოპოვება, წინააღმდეგობებზე მუშაობა.
  • PITCHING: მონაწილეები დაეუფლებიან „სილიკონ ველის“ ტრენერების მიერ შემუშავებულ ფიჩინგის ტექნიკას. შეძლებენ ნებისმიერ დონეზე წარადგინონ თავიანთი იდეა ინვესტორებისა თუ პოტენციური პარტნიორების წინაშე ისე, რომ მიყიდვის ალბათობა ნახტომისებურად გაზარდონ.
  • მოლაპარაკების ტექნიკა: ყველა ორვიქსელი დაინახავს რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები მოლაპარაკებისას. ისწავლიან როგორ გაზარდონ მოლაპარაკებისას წარმატების შანსები და სულ უფრო და უფრო ხშირად მიაღწიონ სასურველ შედეგს.
  • PITCHING სამსახურებრივი გასაუბრებისას: სამსახურებრივი გასაუბრებისას ფიჩინგს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის. ორვიქსელებისთვის კურსის გავლის შემდგომ გასაუბრება აღარ იქნება სტრესული გამოცდილება, არამედ უდიდესი შესაძლებლობა და სასიამოვნო გამოწვევა.

 

გზამკვლევი

Pitching.pdf

 

მენტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 18 hours
  • Skill level All levels
  • Students 6
  • Assessments Yes
590.00₾