მომხმარებელთან ურთიერთობა

აღწერა

აღწერა

სამიზნე ჯგუფი

სამენტორო პროგრამა შექმნილია:

  • მულტიდისციპლინური კურსი შექმნილია:
  • რითეილ ან e commerce-ში მოღვაწე ანტერპრენერები
  • მაღაზიის ან ონლაინ მაღაზიის მფლობელები და ტოპ მენეჯმენტი
  • რითეილ ან e commerce სექტორში მომუშავე მენეჯერები

 

პროგრამის ძირითადი მიზანი

ინტენსიური მენტორშიპ პროგრამა დაეხმარება რითეილ ან  e commerce სექტორში მომუშავე პირებს მომხმარებლებთან ურთიერთობის სისტემის სწორად აწყობაში, თანამშრომლების დასატრენირებლად მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდასა და კონფლიქტების გადაწყვეტაში. მომხმარებელთან ქცევის სტრატეგიის შექმნაში, მათთან საკომუნიკაციო არხების შექმნაში. მონაწილეები ისწავლიან თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან როგორც პირისპირ კომინიკაციის დროს, ასევე როგორ უნდა ააწყონ E-Commerce სისტემა.

პროგრამის აღწერა

სრული კურსი მოიცავს 2 მიმართულებას:

  1. მომხმარებლებთან პირისპირ კომუნიკაცია
  2. მომხმარებელთან ონლაინ კომუნიკაცია.

ხანგრძლივობა: 15 საათი

  • 5 ჯგუფური შეხვედრა
  • თითო შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
  • იქნება მხოლოდ პირისპირ შეხვედრები, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესია ინტერაქცია და თითოეული ორვიქსელის ჩართულობა.
  • სამენტორო პროგრამას გაუძღვებიან დარგის პრაქტიკოსი ექსპერტები: თამარ ბოდოკია, ეთერ გვარაძე.

 

სწავლის მეთოდები

  • თეორიული ცოდნის გაზიარება
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა
  • მსჯელობა
  • ჯგუფური მუშაობა
  • დამოუკიდებელი სამუშაო
  • პრეზენტაციები

 

სარგებელი თითოეული მიმართულებიდან

  • სერვისის მნიშვნელობა, მომხმარებლის გამოცდილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა: ორვიქსელები ძალიან სიღრმისეულად და ზუსტად გაიაზრებენ რეალურად რას ნიშნავს მომხმარებელი, სერვისი და გაყიდვების პროცესის ეტაპები. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე რითეილში და როგორ დანერგონ ეფექტურად. შეძლებენ უკეთესი რეპუტაციისთვის საჭირო სწორი ნაბიჯების ზუსტად გადადგმას.
  • მომხმარებლის ტიპების გარჩევა: დღეს მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის დაინდენტიფიცირება და მათთვის ინდივიდუალური მიდგომის სქემების შექმნა. ორვიქსელები ამას საკუთარ პროდუქტზე თავად შექმნიან.
  • პროდუქტის მახასიათებლების შექმნა და სარგებელი: პრაქტიკაში, საკუთარი პროდუქტის მაგალითზე ორვიქსელები შექმნიან პროდუქტის მახასიათებლებს.
  • წინააღმდეგობასთან გამკლავების ტექნიკა და უარყოფის მართვა: ორვიქსელები შეძლებენ პრაქტიკული მაგალითებით გაიუმჯობესონ უნარები, როგორ მართონ რთული მომხმარებელი, როგორ გაუმკლავდნენ კონფლიქტებს და შეძლონ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
  • უკუკავშირის მართვა: ორვიქსელები აღიჭურვებიან უნარებით, თუ როგორ გასცენ სწორი უკუკავშირი, და როგორ გახადონ მომხმარებელი მათი ლოიალური.
  • ციფრული ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტები. ორვიქსელებს ეცოდინებათ ციფრული ინფრასტუქტურის და ინსტრუმენტების მართვა.

 

სწავლის წინაპირობა

  • გასაუბრება

 

გზამკვლევი

გზამკვლევი- მომხმარებელთან ურთიერთობა.PDF

 

მენტორები

 

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 15 hours
  • Skill level All levels
  • Students 5
  • Assessments Yes
750.00₾