ალფა ტრანსფორმაცია მენეჯერებისთვის
აღწერა
სამიზნე ჯგუფი
მულტიდისციპლინური კურსი შექმნილია
- ანტერპრენერებისთვის
- საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
- მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მმართველი რგოლის მენეჯერებისთვის
- ვისაც სურს ნახტომისებური ზრდა პროფესიულად
პროგრამის ძირითადი მიზანი
ინტენსიური მენტორშიპ პროგრამა მიზნად ისახავს მსურველების ალფა მენეჯერებად ტრანსფორმაციას. ისინი მიიღებენ პრაქტიკოსი მენტორებისგან დღევანდელი რეალობის ადეკვატურ თეორიულ ცოდნას. ამის პარალელურად კი ისწავლიან პრაქტიკული იარაღების გამოყენებას, რასაც საკუთარ საქმეში ხვალვე დანერგავენ.
პროგრამის აღწერა
- სრული კურსი შედგება 4 მოდულისგან:
- მენეჯმენტი
- მარკეტინგი
- ფინანსები
- გაყიდვები
- ხანგრძლივობა 50 საათი; 15 ჯგუფური და 1 ინდივიდუალური შეხვედრა. შეხვედრის საშუალო ხანგრძლივობა 3 საათი.
- ყველა მოდულის ბოლოს არის CASE STUDY სადაც განხილული იქნება მონაწილეების კონკრეტული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (მოდულში მიღებული ცოდნის პაქტიკული გამოყენება)
- იქნება მხოლოდ პირისპირ შეხვედრები, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესია ინტერაქცია და თითოეული ორვიქსელის ჩართულობა.
- თითოეულ მოდულს წაიყვანს დარგის პრაქტიკოსი ექსპერტი, ვისაც მენტორობის პრაქტიკაში მიღებულ ცოდნასტან ერთად აქვს მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილებაც.
- მენტორშიპ პროგრამაში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ გასაუბრების გავლის საფუძველზე. გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის არსებული პრობლემა ან პრობლემები, რისი გადაჭრაც კურსის გავლის შემდგომ სურს. საბოლოო გამოცდა იქნება ინდივიდუალური CASE STUDY სადაც ორვიქსელებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პრობლემის რეალური გადაჭრა და მიიღონ ბოლო რჩევები ექსპერტებისგან.
სწავლის მეთოდები
- თეორიული ცოდნის გაზიარება
- პრაქტიკული ქეისების განხილვა
- მსჯელობა
- ჯგუფური მუშაობა
- დამოუკიდებელი სამუშაო
- პრეზენტაციები
სარგებელი თითოეული მოდულიდან
- მენეჯმენტი: ორვიქსელები შეძლებენ გუნდთან მუშაობას, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილებას. შეიძენენ უნარებს, რომლებსაც გამოიყენებენ თანამშრომელთა კმაყოფილებისთვის, რეალობის შეფასებისთვის, გადაწყვეტილების სწორად მისაღებად. შეძლებენ აკეთონ საქმე სხვისი ხელებით.
- ფინანსები: ორვიქსელისთვის აღარ იარსებებს გამოთქმა „ფინანსები არ არის ჩემი საქმე“ ან „მე ფინანსებს ვერასდროს გავიგებ“. სრულად შეექმნებათ წარმოდგენა თუ როგორია კომპანიის ფინანსური მენეჯმენტი. შეძლებენ ფინანსური ანგარიშგებების წაკითხვას და დასკვნების გამოტანას. გაიგებენ რა უმარტივესია ზოგიერთი ფინანსური მაჩვენებლის დათვლა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გაგება გადაწყვეტილების მიღებისთვის.
- მარკეტინგი: ორვიქსელებს მკაფიოდ ეცოდინებათ რა განსხვავებაა მარკეტინგს, ბრენდინგსა და რეკლამირებას შორის. ეცოდინებათ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ მარკეტინგული გეგმა, ეთანამშრომლონ მარკეტინგულ სააგენტოებს, შექმნან IMC და დაისახონ სწორი მიზნები.
- გაყიდვები: ორვიქსელებისთვის გაყიდვები გახდება ნაცნობი სივრცე. ისწავლიან როგორ მოიპოვონ ნდობა, აწარმოონ მოლაპარაკებები და იმუშაონ წინააღმდეგობების გადალახვაზე. ასევე ისწავლიან რამდენიმე ძალიან გამოსადეგარ გაყიდვების ხრიკს, რაც მომენტალურად დაეხმარებათ შემოსავლის გაზრდაში.
სწავლის წინაპირობა
- გასაუბრება
გზამკვლევი
მენტორებ
Course Features
- Lectures 4
- Quizzes 0
- Duration 50 hours
- Skill level All levels
- Language English
- Students 16
- Assessments Yes
1,490.00₾
@ 2025 Copyright ORVIX.GE