პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტით განისაზღვრება მონაცემების დამმუშავებლის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვა და გამოყენება.

ტერმინები და მათი განმარტებები

ორგანიზაცია – შპს. „ორვიქსი “, ინგლისურად “Orvix”.

ს/კ: 405732426

ვებგვერდი  – www.orvix.ge

ადმინისტრაცია – ადამიანი ან ადამიანთა გუნდი, რომელიც მართავს ვებგვერდს.

ანონმდებლობა – საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ვისი პერსონალური მონაცემებიც, მისივე თანხმობით, მუშავდება კომპანიის მიერ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

მონაცემთა დამმუშავებელი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ამ მონაცემების ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

მომხმარებელი – პირი, რომელიც მიზნად ისახავს მიიღოს კომპანიის მომსახურება.

თანხმობა – მონაცემთა დამუშავების საფუძველი, რომელიც წარმოადგენს მომხმარებლის, მონაცემთა სუბიექტის, ნებაყოფლობით, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, მონაცემების დამუშავებამდე წინასწარ გამოხატულ, მკაფიო და კონკრეტულად განსაზღვრულ, კანონიერი მიზნით გამოხატულ წერილობით დასტურსა და ნებას, რომელიც გამოხატულია ისეთი საშუალებით, რომლითაც ნათლად დგინდება მონაცემთა სუბიექტის ნება ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დამუშავების შესახებ.

კანონის მიზანი: „ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა “.

 

  1. შესავალი და აღწერა 
  • მომსახურების უზრუნველსაყოფად, ვებგვერდით დანიშნულებისამებრ სრულად სარგებლობისათვის, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და არსებული სერვისების სრულყოფისათვის, აუცილებელია მომხმარებლის მიერ ვებგვერდით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და ამ მონაცემების დამუშავება.
  • წინამდებარე პოლიტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  • მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ვებგვერდის ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობისას, ან/და მომსახურების მიღების, ან/და მის უზრუნველსაყოფად, გადასცეს ორგანიზაციას პერსონალური ინფორმაცია და მონაცემები, შემდგომში მომსახურების გაწევისა და მისი დამუშავების მიზნით.
  • მომხმარებელი ან/და პირი, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას, უფლებამოსილი არაა ისარგებლოს ვებგვერდის შესაბამისი მოდულით.
  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად, ვებგვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მომხმარებელთან შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკის ზოგიერთი პირობა. ყველა ცვლილება ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
  • თანხმობა, რომელიც დაფიქსირებულია ვებგვერდზე გულისხმობს, მომხმარებლის შესაბამისი წესით გაცემულ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. კომპანიის მიერ არ ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება.

 

  1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო:
  • წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერი საშუალებით დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემის დაცვის/დამუშავების პროცესში.
  • აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის მომხმარებლებზე, ვებგვერდის ან/და მისი ცალკეული კომპონენტით მოსარგებლეზე, ან/და ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება კომპანიის მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
  • ვებგვერდით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობით, ან/და მონაცემების დატოვებით შემდგომი მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეუსრულდა 18 წელი, სრულად გაეცნო და ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასა და დაკავშირებულ ინფორმაციას.
  • პოლიტიკის მოქმედება თანაბრად ვრცელდება მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკურ საშუალებას იყენებს იგი.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ექცევა იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება წინამდებარე პოლიტიკას, იგი უფლებამოსილი არაა ისარგებლოს ვებგვერდითა და მისი მომსახურებით.
  • ვებგვერდის ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კანონის დარღვევით ვებგვერდის გამოყენებაზე ან მომსახურების მიღებაზე.

 

  1. პერსონალურ მონაცემის დაცვის პოლიტიკა, მიზნები და პრინციპები:
  • კომპანიის საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, ამასთანავე იმისათვის, რომ მომხმარებლებმა საკუთარი სურვილით, სრულად მიიღონ კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია, ამ მიზნით, ორგანიზაცია ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რაზეც თანხმობა გაცხადებულია.
  • მომსახურება მოიცავს, პერსონალურ კონსულტაციას, მომსახურების სპეციფიკაციებს და არეალს, რომელიც შეთავაზებულია მომსახურების სახით და შეთავაზებულია ვებგვერდზე, რის ფარგლებშიც, გაიცემა მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემები და მოთხოვნილია თანხმობა შესაბამისი წესით.
  • ინფორმაციის მოწოდება ხორციელდება მომხმარებლის სურვილით, შემდგომი მომსახურების მიღების მიზნით.
  • კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავებისას დაცულია შემდეგი პრინციპები:

ა) მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვით და მისი ღირსების შეულახავად;

ბ) მონაცემები შეინახება იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად;

გ) მონაცემები მუშავდება კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მის მისაღწევად;

დ) მონაცემების დამუშავება მიზნის ადეკვატური და პროპორციულია;

 

  1. პირდაპირი მარკეტინგი 

მომხმარებელი ან/და მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს ორგანიზაციას უფლებამოსილებას, სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით, ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით, განახორციელოს მომსახურების, საქონლის შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ფორმით, მოპოვებულია თანხმობა პირის მიერ, ვისი პერსონალური მონაცემებიც მუშავდება.

 

  1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:

მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა ან/და გამოითხოვოს გაცემული თანხმობა. ორგანიზაცია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება.

 

  1. მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

ორგანიზაცია იღებს ისეთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. ორგანიზაცია არ გადასცემს მიღებულ პერსონალურ მონაცემებს ნებისმიერ მესამე მხარეს, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

  1. მონაცემთა ცვლილება და დამუშავების შეწყვეტა

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კომპანიის მიერ.

 

  1. დასკვნითი დებულება.

წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობით, მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი ფლობს სრულ ინფორმაციას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისა და საფუძვლების შესახებ.