წესები და პირობები
- ზოგადი წესი
- ორგანიზაცია წარმოადგენს სასწავლო დაწესებულებას “ORVIX”,ქართულად „ორვიქსი“ .
- ორგანიზაცია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულფასოვან და ჯეროვან წარმართვას;
- წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ვებგვერდის მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის დადებულ სავალდებულო, იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც ადგენს და არეგულირებს ორგანიზაციის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
- წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით, თანხმობის გამოხატვა ან/და ვებგვერდზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, ორგანიზაციის პლატფორმით სარგებლობა, მათ შორის, ორგანიზაციის პლატფორმის საშუალებით მომსახურების მიღება, მიიჩნევა და უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
- “ორვიქსის” პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის დადებულად მიიჩნევა თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით.
- წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაკითხული და გაცნობიერებული აქვს წესები და პირობები და კისრულობს მათ შესრულებასა და დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს “ორვიქსის” პლატფორმით ან მისი პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა.
- ორგანიზაციის პლატფორმაზე წვდომისას, სარგებლობისას ან/და ორგანიზაციის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების შეძენისას, იმოქმედებს ორგანიზაციის პლატფორმაზე შეძენის დროისათვის განთავსებული წესებისა და პირობების ვერსია.
- ორგანიზაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ორგანიზაციის პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, წინასწარი შეტყობინებისა და მომხმარებლის მხრიდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.
- წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, ორგანიზაციის პლატფორმით სარგებლობის გაგრძელებით, რაც მათ შორის გამოიხატება ორგანიზაციის პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, ორგანიზაციის პლატფორმის მომსახურებებით სარგებლობით, ან/და “ორვიქსის” პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღებით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს.
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება “ორვიქსის” პლატფორმაზე რეგულირდება შემდეგი წესით:
- „ორვიქსის“ პლატფორმის წესებსა და პირობებზე თანხმობით, საიტისა და პლატფორმის მომხმარებელი ამავდროულად ეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.
- თუ ორგანიზაციის პლატფორმაზე წესები და პირობები ქართული ენის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, სხვა ენაზე წარმოდგენილი წესებისა და პირობების ტექსტებს შორის შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წესებისა და პირობების ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტს.
- “ორვიქსის” პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის დასაშვებია მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებისთვის. მომხმარებლის ან/და სხვა პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული მიზნით, “ორვიქსის” პლატფორმით სარგებლობა ან/და გამოყენება აკრძალულია.
- ორგანიზაცია არ იძლევა გარანტიას, რომ “ორვიქსის” პლატფორმა ან მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, “ორვიქსის” პლატფორმის კონტენტი, ასევე, “ორვიქსის” პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის და ადგილი არ ექნება რაიმე სახის შეფერხებას, შეზღუდვას ან ნაკლს.
- ორგანიზაცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინებისა და მომხმარებლის თანხმობის გარეშე, შეაჩეროს, გააუქმოს, შეწყვიტოს ან/და შეცვალოს “ორვიქსის” პლატფორმა ან მისი ნებისმიერი ნაწილი, “ორვიქსის” პლატფორმის ნებისმიერი ფუნქცია, “ორვიქსის” პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენის ან სარგებლობის წესები და პირობები.
- ორგანიზაცია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გააკონტროლოს ან შეამოწმოს ორგანიზაციისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი პირის მიერ “ორვიქსის” პლატფორმაზე განთავსებული ან “ორვიქსის” პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსი.
- მომხმარებელი იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს:
- სარგებლობს “ორვიქსის” პლატფორმით და მასზე განთავსებული პროდუქტით/მომსახურებით, მათ შორის, ახორციელებს გადახდების განთავსებას ან/და მომსახურების მიღებას მხოლოდ საკუთარი ნებით, მისი თავისუფალი არჩევანისა და გააზრებული რისკის საფუძველზე, “ორვიქსის” და სხვა მესამე პირთა იძულებისა და ზეწოლის გარეშე;
- გააჩნია სრული ან შეზღუდული ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს, ორგანიზაციის ან სხვა მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წესებისა და პირობების შინაარს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებსა და პასუხისმგებლობას;
- აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის, დადოს ორგანიზაციის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება და დისტანციური ხელშეკრულება;
- ორგანიზაციისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია არის უტყუარი, მართლზომიერი, ზუსტი, აქტუალური, ვალიდური და სრული. აუცილებლობის შესაბამისად, მომხმარებელი დრო და დრო მოახდენს მის განახლებას;
- არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის არამართლზომიერ საქმიანობა);
- მომხმარებლის მხრიდან, ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული გარანტიებისა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია, ორგანიზაციის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმების, მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულებით ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისათვის (შეჩერებისათვის).
- მომხმარებლის ვალდებულება
- “ორვიქსის” საიტზე წვდომისას, მისით სარგებლობის ან/და “ორვიქსის” პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენისას, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
- მიზანმიმართულად არ გადასცეს, არ გადაგზავნოს ან/და არ ატვირთოს “ორვიქსის” პლატფორმაზე ნებისმიერ მონაცემი/მასალა, რომელიც შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს ან ნებისმიერ სხვა საზიანო პროგრამას, კოდს ან/და მონაცემს მესამე პირებზე, კომპიუტერულ პროგრამებსა და მოწყობილობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
- “ორვიქსის” საიტზე ან მისი საშუალებით არ გაავრცელოს ნებისმიერი რეკლამა ან წამახალისებელი ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი ელექტრონული გზავნილი (სპამი), რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან/და ზიანს აყენებს მესამე პირებს;
- “ორვიქსის” წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს “ორვიქსის” პლატფორმის, მისი კონტენტის და ნებისმიერი ფორმით გამოხატული შემადგენელი ნაწილების, ელემენტების, ინფორმაციის, მათ შორის, კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირება, რეპროდუქცია, კადრირება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, ბეჭდვა, განთავსება, მაუწყებლით გადაცემა, ჩაწერა, გადაცემა, გასაჯაროება, გავრცელება, ბმულით დაკავშირება, ჰიპერბმულით (deep link) დაკავშირება, დისტრიბუცია ან სარგებლობა ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, პირდაპირ ან ირიბად, კომერციული ან/და არაპირადი მიზნებისათვის ნებისმიერი სახით;
- “ორვიქსის” საიტზე ან მისი საშუალებით არ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს “ორვიქსის” ან სხვა, მესამე პირთა საავტორო უფლებებს, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საფირმო სახელწოდებას, ინტელექტუალური საკუთრების, საკუთრების ან სხვა უფლებებს;
საჯაროდ, პირდაპირი ან ირიბი გზით, “ორვიქსის” პლატფორმაზე ან მის ნებისმიერ ნაწილში (არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, კომენტარებში, ფორუმში, საკომუნიკაციო მარშრუტებში და სხვა) არ გამოაქვეყნოს, არ გამოიყენოს და/ან არ გაავრცელოს “ორვიქსის” ან სხვა პირის (ფიზიკური თუ იურიდიული) ცილისმწამებლური, უწმაწური, მუქარის შემცველი, კანონსაწინააღმდეგო ან ნებისმიერი ფორმით ამორალური შინაარსის ინფორმაცია ან მასალა;
- ინტელექტუალური საკუთრება
- მომხმარებელი ორგანიზაციის მომსახურების მიღებისას თანხმდება, რომ არ გამოიყენებს, დააექსპორტებს, ჩაიწერს ან რაიმე სახით არ შექმნის “ორვიქსის” მიერ შემოთავაზებული მომსახურების ასლს, “ორვიქსის” თანხმობის გარეშე, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის კომერციული გამოყენებისათვის.
- მომხმარებელი იაზრებს და თანხმდება, რომ “ორვიქსის” ვებგვერდსა და პლატფორმაზე განთავსებული მასალა წარმოადგენს “ორვიქსის” ინტელექტუალურ საკუთრებას და მასზე წვდომა არ უნდა განიმარტოს, როგორც რაიმე სახის საავტორო ან/და ეკონომიკური უფლებების გადაცემა აღნიშნულ მუხლში მითითებულ მასალაზე.
- მომსახურების ფარგლებში გაზიარებულ მასალაზე საავტორო უფლებები გააჩნია ორგანიზაციას. ნებისმიერი ვიზუალური ინტერფეისი, გრაფიკა, დიზაინი, ინფორმაცია, კომპიუტერული კოდი (მათ შორის, საწყისი კოდი ან/და ობიექტის კოდი), პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, შინაარსი, საგანმანათლებლო ვიდეოები და სავარჯიშოები და მომსახურების ყველა, სხვა ელემენტი (“მომსახურების მასალები”), დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობითა და კონვენციებით.
- დისტანციური ხელშეკრულება
- წინამდებარე დებულებები და პირობები არეგულირებს “ორვიქსის” პლატფორმაზე სასწავლო პროდუქტის (ტრენინგები, ვებინარები, ვორქშოპები) შეძენის მიზნით “ორვიქსს”, როგორც კონტრაქტორს და მომხმარებელს შორის დისტანციური ფორმით დადებულ ხელშეკრულებას.
- დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა “ორვიქსის” მიერ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებას (ოფერს) მომხმარებელი დაეთანხმება (აქცეპტი) და ამ დროიდან, მხარეები ავტომატურად შებოჭილი არიან მათ მიერ დისტანციურად ელექტრონული ფორმით გამოვლენილი ნებით.
- მხარეებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება წესებისა და პირობების, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ის ვერსია, რომელიც მოქმედებს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს.
- დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
- დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება მოხდება “ორვიქსის” მიერ გენერირებული ინვოისის ან/და ონლაინ გადახდის საფუძველზე.
- მითითებული თანხის გადახდით და სასწავლო კურსზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა.
- სასწავლო მასალები
- ორგანიზაცია ცდილობს უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ზუსტი, სრული და განახლებული კონტენტის მოწოდება, თუმცა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ან დაპირებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
- ორგანიზაციას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც მომხმარებელს ან სხვა პირებს შეიძლება მიადგეთ “ორვიქსის” პლატფორმაზე წვდომისას ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო კონტენტის მიზეზის შედეგად.
- პასუხისმგებლობა
- წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე
წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და წესებითა და პირობებით დადგენილი წესით.
- ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, მომხმარებლის მიერ “ორვიქსის” პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან.
- ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც ხდება გადამისამართება “ორვიქსის” პლატფორმიდან.
- ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია “ორვიქსის” პლატფორმის სარგებლობის შეუძლებლობით, “ორვიქსის” პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვით ან შეწყვეტით.
- არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას “ორვიქსის” პლატფორმის მომსახურებასთან, პროდუქტთან ან/და მის ხარისხთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
- ორგანიზაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.
- ორგანიზაცია იყენებს ყველა გონივრულ ზომას მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუმცა ამის მიუხედავად არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებზე, როცა მესამე პირები არამართლზომიერად ახორციელებენ სხვა მომხმარებელთა მონაცემებზე არასანქცირებული წვდომას.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავა
- წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
- თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.
- დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, დავასთან დაკავშირებული მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია ორგანიზაციისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე.
- ფორს-მაჟორი
- არც ერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი დარღვევისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალის) გარემოებების გამო პირდაპირი და უშუალო ზემოქმედებით.
- წესებისა და პირობების მიზნებისათვის ფორს-მაჟორულ გარემოებებად (დაუძლეველი ძალის გარემობებად) მიიჩნევა წესებითა და პირობების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი მხარეებისათვის გადაულახავი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ელექტროენერგიის ან/და ინტერნეტსერვისის მიწოდების შეწყვეტა, სტიქიური უბედურებანი, ომი და საომარი მოქმედებანი, მთავრობის, სახელმწიფო, ადგილობრივი ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები, პანდემიის ან/და ეპიდემიის გავრცელება ან სხვა მსგავსი გარემოებები.
- მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელია წესებისა და პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორულ გარემოებების წარმოშობისა და მისი აღმოფხვრის თაობაზე გონივრულ ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.
- მხარეების მიერ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე.
- კომუნიკაცია
- მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციის ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით, მომხმარებელსა და “ორვიქსის” შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, მომხმარებლის მიერ “ორვიქსის” პლატფორმაზე დაფიქსირებული ან/და ორგანიზაციისთვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილების ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით.
- ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, მომხმარებლის “ორვიქსის” პლატფორმაზე “push” შეტყობინებების მიწოდება, მომხმარებლის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომელთა გამოყენებასაც ეთანხმება მომხმარებელი.
- მომხმარებელსა და “ორვიქსს” შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.
@ 2025 Copyright ORVIX.GE