პოზიციონირება საზოგადოებაში- Personal Branding

აღწერა

სამიზნე ჯგუფი

სამენტორო პროგრამა შექმნილია:

  • ანტერპრენერებისთვის
  • სტარტაპერებისთვის
  • ინფლუენსერებისთვის
  • საქმის პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს თავის უკეთ პოზიციონირება

 

პროგრამის ძირითადი მიზანი

ინტენსიური მენტორშიპ პროგრამა მიზნად ისახავს, რომ მსურველებმა შეძლონ საკუთარი პერსონალური ბრენდის სწორად პოზიციონირება გარშემო მყოფების აღქმებში. მონაწილემ უნდა შექმნას სტრატეგია და განსაზღვროს თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბრენდის შესაქმნელად. თითოეულმა მონაწილემ უნდა შეძლოს პერსონალური ბრენდის სწორად პოზიციონირება ფინანსური თუ რეპუტაციული სარგებლის მიღების მიზნით. ყველა შეხვედრის დროს არის CASE STUDY ბოლო ერთი წლის მაგალითებზე. ასევე, განიხილება თითოეული მონაწილის პერსონალური ბრენდის აღქმები.

პროგრამის აღწერა

  • სრული კურსი ფარავს 5 თემას:

o პერსონალური ბრენდის არსი და მისი მნიშვნელობა

o სხვისი შენდამი აღქმების მართვა

o ავთენტურობით განიარაღების უნარი

o პროგრესირებადი პერსონალური ბრენდის პოზიციონირება.

o ბრენდის განვითარების ეტაპები.

  • ხანგრძლივობა 21 საათი; 6 ჯგუფური შეხვედრა + 1 მასტერკლასი მოწვეული სტუმრისგან. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი
  • იქნება მხოლოდ პირისპირ შეხვედრები, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესია ინტერაქცია და თითოეული ორვიქსელის ჩართულობა.
  • სამენტორო პროგრამას გაუძღვება დარგის პრაქტიკოსი ექსპერტი აკარიონი.

 

 

სწავლის მეთოდები

  • თეორიული ცოდნის გაზიარება
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა
  • მსჯელობა
  • ჯგუფური მუშაობა
  • დამოუკიდებელი სამუშაო
  • პრეზენტაციები

 

სარგებელი თითოეული მიმართულებიდან

  • პერსონალური ბრენდის არსი და მისი მნიშვნელობა: ორვიქსელები ძალიან სიღრმისეულად და ზუსტად გაიაზრებენ რეალურად რას ნიშნავს პერსონალური ბრენდი, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმიან თუ პირად ურთიერთობებში და შეძლებენ უკეთ პოზიციონირებისთვის საჭირო სწორი ნაბიჯების ზუსტად გააზრებას.
  • სხვისი შენდამი აღქმების მართვა: დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვცხოვრობთ აღქმების სამყაროში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ნარატივის მართვა და ორვიქსელები შეძლებენ საკუთარი ისტორიის სხვის აღქმაში ნარატივად ჩანერგვას და შემდეგ მის მართვას.
  • ავთენტურობით განიარაღების უნარი: ავთენტურობა არის უნარი და არა თანდაყოლილი ნიჭი. ნარატივის სამართავად საჭიროა რომ არ მოიტყუო, თუმცა ხან და ხან სიმართლე წარმოაჩინო სასურველი რაკურსით.
  • პროგრესირებადი პერსონალური ბრენდის პოზიციონირება: რამდენადაც პროგრესირებადია სამყარო, იმდენად პროგრესირებადია ადამიანი. შესაბამისად, მისი პერსონალური ბრენდიც. ორვიქსელს ეცოდინება როგორ შეცვალოს პოზიციონირება აღქმების ევოლუციასთან ერთად.
  • ბრენდის განვითარების ეტაპები: ბრენდს აქვს განვითარების 5 ეტაპი, რომელიც აღქმების ევოლუციასთან ერთად გადაიზრდება დაუსრულებელ წრედ და ორვიქსელს ეცოდინება, ამ 5 ეტაპიდან რომელზე დაბრუნდა. ორვიქსელის განზრახვა პოზიციონირების დროს უნდა იყოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდე.    

 

სწავლის წინაპირობა

  • გასაუბრება

 

გზამკვლევი

Personal Brending.PDF

 

მენტორი

 

 

 

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 21 hours
  • Skill level All levels
  • Students 7
  • Assessments Yes
690.00₾